სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

კალათბურთელები, ვისაც გარღვევის მოხდენა შეუძლიათ - NBC-იმ მამუკელაშვილი გამოარჩია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა სატელევიზიო არხმა, NBC-იმ ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებსაც NBA-ის 2022-23 წლების სეზონში გარღვევის მოხდენის პოტენციალი აქვთ. ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი „მილუოკი ბაქსის“ ქართველი ახალგაზრდა, სანდრო მამუკელაშვილია.

„სეტონ ჰოლიდან წამოსული მამუკელაშვილი დამაინტრიგებელი ახალგაზრდა იყო, რომელიც მილუოკიმ 54-ე ნომრად აიყვანა. NBA-ში მაღლებისთვის პროგრესის მიღწევა რთულია და გასაგებიცაა, მწირი სათამაშო დრო რატომ ჰქონდა, თუმცა 2022 წლის საზაფხულო ლიგამ მას შანსი მისცა, თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა.

მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგა მაღალ დონეზე ჩაატარა და საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნას, 2.4 შედეგიან გადაცემას, 1.4 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებდა, პერიმეტრიდან კი საშუალოდ 4.2-ჯერ ისროდა და 47.6 პროცენტს აგდებდა. კიდევ ერთი მაღალი იანის ანტეტოკოუნმპოს გვერდით, რომელსაც მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია? აი, ეს ძალიან საშიში იქნება“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის გარდა, NBC-იმ ჯეიმს უაიზმენი, დეანდრე ჰანტერი, დევინ ვესელი, რობერტ უილიამს მესამე, ბოუნს ჰაილენდი, მალიკ მონკი, ზაიაირ უილიამსი, ალპერენ შენგუნი, დენი ავდია, ტეილენ ჰორტონ-ტაკერი, პატრიკ უილიამსი, ქუენტინ გრაიმსი, ტრე მანი, ტრეი მერფი მესამე, კემ ჯონსონი, ამირ კოფი, ოსტინ რივზი, კემ ტომასი, აარონ ნესმიტი, იაზეია ლივერსი და მოუზეს მუდი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოცნებები ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა აიაქსთან გამარჯვების შემდეგ
„ოცნებები ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა აიაქსთან გამარჯვების შემდეგ