თეა წულუკიანი
Aa
Aa

“ჩემზე დასარტყმელად გაიწია“ - წულუკიანის სკანდალური განცხადება

სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სკანდალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე დასარტყამად გაიწია.

„რა კი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გამოვიყენებ ამ ეთერს და ვიტყვი, რომ ის ადამიანი, რომელმაც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.

მას აქვს განცდა, როგორც მეუბნებიან, რომ ისევ სურს ფედერაციას ჩაებღაუჭოს. ეს ადამიანი უკვე ცარიელი ადგილია და ქართულ კრივს არ დავაღუპინებ.

ეს არის შემდგარი ფაქტი და ამას ათეულობით ადამიანი ესწრებოდა“.

- ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანის სრული განცხადება


რა ხდება ქართულ კრივში

კრივის ფედერაციასა და სამინისტროს შორის დაპირისპირება ზაფხულში დაიწყო. ივნისში დავით წიკლაურმა დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც გაირკვა, კრივის ფედერაციას დაფინანსების შეწყვეტა სატელეფონო კომუნიკაციის დახმარებით შეატყობინეს.

დავით წიკლაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაფინანსების შეწყვეტაზე სპორტის სამინისტროდან სპეციალური წერილი მიუვიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ კრივის ფედერაციას დაფინანსება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ აღუდგებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია