თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: ამხელა სხვაობით მარცხს არ ვიმსახურებდით

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 შეხვედრა ჩაატარა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ.

კვიპროსმა ჯერ შინ საბერძნეთს 1:0 მოუგო, რითიც საქართველოს კარგი საქმე გაუკეთა, თუმცა შემდეგ კოსოვოსთან სტუმრად 1:5 განადგურდა.

ქეცბაია შეხვედრის შემდეგ, გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.

„კოსოვოსთან მატჩში მომხდარ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება არ გვქონია. ჩვენ გუნდს არცერთ ხაზში არაფერი გამოსდიოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ დაფიქსირებული ანგარიში უსამართლოა. ამხელა სხვაობით მარცხს არ ვიმსახურებდით.

კარგად დავიწყეთ, მატჩში პირველი საგოლე შანსიც შევქმენით. ვფიქრობ, პირველი გოლისას აშკარა ჯარიმა იყო, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ცუდად ვითამაშეთ.

როგორც ჩანს, პრობლემა რამდენიმე დღეში ორი მატჩის ჩატარება არის. ეს ევროპაში მოთამაშე კვიპროსული გუნდების შეხვედრებიდანაც ჩანს, რომლებსაც ევროპული მატჩების შემდეგ გამარჯვება უჭირთ. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მუშაობა გაგრძელდება.

ჩვენ სიტუაცია უნდა შევცვალოთ, ამის გაკეთებას შევეცდებით. სხვა ფეხბურთელებსაც გამოვცდით და ვნახავთ რისი გამოსწორება შეგვიძლია. ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს და შემდეგი ტურნირი მარტში დაიწყება, ვეცდებით მზად ვიყოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 მოგერიებიდან 2 მისია - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია
ტოპ 5 მოგერიებიდან 2 მისია - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია