საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
როჯერ ფედერერმა კარიერაში ყველაზე საუკეთესო გამარჯვება და დასანანი მარცხი გაიხსენა
Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  12:19

როჯერ ფედერერმა კარიერაში ყველაზე საუკეთესო გამარჯვება და დასანანი მარცხი გაიხსენა

საჩოგბურთო სამყაროს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი ემშვიდობება. 41 წლის ცოცხალი ლეგენდა თავის ბოლო ტურნირზე როდ ლეივერის თასზე იასპარეზებს, რის შემდეგაც პროფესიონალური ჩოგბურთიდან ოფიციალურად წავა.

კარიერის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შვეიცარიელმა ვეტერანმა Eurosport-თან გამორჩეული შეხვედრები გაიხსენა და დასამახსოვრებელ მოგება-წაგებებზე ისაუბრა.

რას ამბობს ფედერერი:

ჩემთვის განსაკუთრებული იყო აშშ-ის ღია პირველობის ფინალი ლეიტონ ჰიუიტის წინააღმდეგ, რომელიც 6:0, 7:6, 6:0 მოვიგე. დიდი სლემის ფინალებში ეს ასე ჩვეულებრივი და მარტივი არაა, როდესაც პირველ წრეში დაფრინავ, მეორეში იკარგები და მესამეში ისევ დომინირებ.

ჩემთვის ეს იდეალური მატჩი იყო. მე მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი, ნომერი პირველი პლანეტაზე და დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებდი, თან ასეთ ძლიერ მოთამაშესთან. მას ახლაც დიდ პატივს ვცემ.

ყველაზე უხერხული მარცხი? ალბათ, 2008 წელს, უიმბლდონის ფინალში, რაფასთან. სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო. გამარჯვებული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოვავლინეთ და საბოლოოდ, მატჩი მის სასარგებლოდ დასრულდა. ამის გამო, ძალიან გულგატეხილი ვიყავი.

ცნობისთვის, 2008 წლის უიმბლდონის ფინალში რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერი 5-სეტიან და ორ ტაი-ბრეიკიან თრილერში - 4:6, 4:6, 7:6 (7:5), 7:6 (10:8), 7:9 დაამარცხა. სპეციალისტებმა აღნიშნული მატჩი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშადაც შერაცხეს.

ფედერერს ისტორიის განმავლობაში 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. აქედან, რეკორდული 8 უიმბლდონი, 6 ავსტრალიის ღია პირველობა (ამდენივე აქვთ როი ემერსონს და ნოვაკ ჯოკოვიჩს), 5 აშშ-ის ღია პირველობა და 1 საფრანგეთის ღია პირველობა. მან მონაწილეობა მიიღო რეკორდულ – 30 დიდი სლემის ფინალში, მათ შორის ზედიზედ 10 ფინალში 2005 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით.

შვეიცარიელს 28 მასტერსი და რეკორდული - 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფედერერმა კარიერაში ATP-ის 101 ტურნირი მოიგო ერთეულებში (14).

ATP-ის ჩოგბურთელთა რეიტინგში იგი ყველაზე დიდხანს - 310 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს, მათ შორის ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში, რაც ამ დრომდე რეკორდია. 2002 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე, ფედერერი უწყვეტად შედიოდა მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10-ში (15). 2018 წლის თებერვალში 5 წლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიელი 36 წლის ასაკში დაუბრუნდა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს და გახდა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი (16).

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი ფედერერს: შენმა კარიერამ დაადგინა სტანდარტი, თუ რას ნიშნავს მიაღწიო სრულყოფილებას
ჯოკოვიჩი ფედერერს: შენმა კარიერამ დაადგინა სტანდარტი, თუ რას ნიშნავს მიაღწიო სრულყოფილებას