ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

რეიტინგის 134-ე ნომერთან აგებდა - ბასილაშვილის მეტოქემ ტრავმა მიიღო და დანებდა

საფრანგეთში მეცის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რეიტინგის 134-ე ნომერს ზიზუ ბერგსს დაუპირისპირდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა ეს მისი კარგი თამაშის გამო არ მომხდარა.

პირველი სეტი ბელგიელმა წარმატებით დაიწყო და ნიკოლოზის ჩაწოდება მოიგერია. მთელი სეტის განმავლობაში ბერგსი დომინირებდა და ბასილაშვილს მხოლოდ ერთი ბრეიკ პოინტი ჰქონდა. ეს კი სეტის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. ზიზუმ 6:4 მოიგო.

მეორე სეტიც იდენტური სცენარით წარიმართა. ნიკოლოზმა პირველივე ჩაწოდება წააგო და ბერგსი ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში ბელგიელის სასარგებლოდ 2:1 იყო, ტრავმა მიიღო, სამედიცინო შესვენება აიღო, მაგრამ თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე ნიკოლოზი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ნომერმა უკანასკნელად უიმბლდონზე ჰალისის წინააღმდეგ გაიმარჯვა, ხოლო ამის შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი წააგო. მეცის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილი რინდერნეხსა და მუნარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მხოლოდ შესარჩევ ეტაპებზე სურს თამაში, მაშინ საქართველო უნდა აერჩია“
„თუ მხოლოდ შესარჩევ ეტაპებზე სურს თამაში, მაშინ საქართველო უნდა აერჩია“