გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ლა ლიგაში - მამარდა Marca-ს რჩეულთა შორის

საფეხბურთო სამყაროში 2022-23 წლების სეზონის პირველი სანაკრებო პაუზის ჯერი დადგა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ მომენტით ისარგებლა, ლა ლიგის განვლილი ტურები შეაფასა და საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დაასახელა.

ესპანურმა გამოცემამ საუკეთესო თერთმეტეული შემოგვთავაზა და ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ისაა, რომ მათ შორის „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვხედავთ. „მამარდა“ ისეთი ფეხბურთელების გვერდითაა, როგორებიც არაუხო, პაუ ტორესი, რეინილდუ, ფედე ვალვერდე, აურელიონ ჩუამენი, პედრი, ნიკო უილიამსი, ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი და ბორხა იგლესიასი არიან.

ცნობისთვის, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა. გიორგის 6 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გაშვებული და საშუალოდ მატჩში 3 სეივს ახორციელებს. „სელტასთან“ მის მიერ მოგერიებული ბურთი ტურის 5 საუკეთესო სეივს შორის მოხვდა და Superdeporte-ს მიხედვით, „მამარდა“ კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივია.

სხვათა შორის, იმავე Marca-მ მამარდაშვილი მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, ხოლო Football Talent Scout-მა იგი ევროპის მასშტაბით, 23-წლამდე ფეხბურთელთა გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სული გაყიდა“ - სალაჰს სამშობლოში დაუპირისპირდნენ
„სული გაყიდა“ - სალაჰს სამშობლოში დაუპირისპირდნენ