როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

რეალი განახლებულ ბერნაბეუზე ნადალი-ფედერერის მატჩის გამართვას გეგმავს

მადრიდის „რეალს" განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე" როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის მატჩის მოწყობა სურს.

As-ის ცნობით, მადრიდული კლუბი საგამოფენო თამაშის მოწყობას გეგმავს, როდესაც სტადიონზე რემონტი დასრულდება. ეს კი 2023 წლის ზაფხულში მოხდება.

„რეალს“ ახალი მოძრავი გაზონი საშუალებას მისცემს დააყენოს ნებისმიერი სახის ზედაპირი, რომელიც საჭიროა ნებისმიერი სახის ღონისძიებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნადალი მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ის კორტზე ბოლო ოფიციალურ შეხვედრას როდ ლეივერის თასზე 23-25 სექტემბერს გამართავს

ნადალი ფედერერის კარიეირს დასრულებას გამოეხმაურა

„ძვირფასო როჯერ, ჩემო მეგობარო და მეტოქევ. ვისურვებდი, რომ ეს დღე არასოდეს დამდგარიყო. ეს სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და სპორტისთვის მთელ მსოფლიოში.

ჩემთვის დიდი სიამოვნება, პატივი და პრივილეგია იყო გაგვეზიარებინა მთელი ეს წლები, განვიცადე ამდენი საოცარი მომენტი კორტზე და მის ფარგლებს მიღმა. სამომავლოდ კიდევ ბევრი მომენტია, რომელსაც ერთად გავიზიარებთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ეს ვიცით.

ამასობაში გულწრფელად გისურვებ ბედნიერებას შენ და შენს მეუღლეს მირკას, შვილებს და ოჯახს. ისიამოვნეთ რაც წინ გელოდებათ. შევხვდებით ლონდონში, ლეივერის თასზე“,

- დაწერა ესპანელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნამდვილი ელექტრო ბატარეა, შრომისმოყვარე და შეუპოვარი“ - ფრანგული პრესა ზურიკოზე
“ნამდვილი ელექტრო ბატარეა, შრომისმოყვარე და შეუპოვარი“ - ფრანგული პრესა ზურიკოზე