ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

იბრა: კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა ჩემზე ძლიერ მოთამაშეს დავინახავ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, თქვენ ყველაფერს ნახავთ, როცა დავბრუნდები. როდის წავალ? თუ ჩემზე ძლიერ ფეხბურთელს დავინახავ, კარიერას დავასრულებ. მაგრამ მე ჯერ ასეთი ფეხბურთელი არ მინახავს...

სკუდეტო? დიახ, ჩვენ წელს კიდევ უფრო გავძლიერდით და უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე შარშან. ჩემპიონობის შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გავძლიერდით და ახლა სათადარიგოთა სკამზე მეტი ვარიანტი გვაქვს.

მომწონს თუ არა მილანი? ეს აშკარაა. მე რომ არ მომწონდეს, აქ არ ვიქნებოდი.

დე კეტელარე? ის ტოპ მოთამაშეა, მე ასე ვამბობ. თქვენ უბრალოდ უნდა დაუთმოთ მას გარკვეული დრო, რომ გაიზარდოს“,

- აღნიშნა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს 40 წლის შვედმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გამში 3-4 თვით უქმობა უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსეისაუს მანქანას ქვები დაუშინეს - მანქანაში 7 წლის შვილი იჯდა
კონსეისაუს მანქანას ქვები დაუშინეს - მანქანაში 7 წლის შვილი იჯდა