ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
ესპანეთმა ლიეტუვას მოუგო, ბელგიამ დონჩიჩი ვერ გააჩერა
Aa Aa
11 სექტემბერი 2022  |  01:00

ესპანეთმა ლიეტუვას მოუგო, ბელგიამ დონჩიჩი ვერ გააჩერა

ევრობასკეტის მერვედფინალში ერთმანეთს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბელგია და სლოვენია დაუპირისპირდნენ. სეკულიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლუკა დონჩიჩს მეთაურობით ბელგია 88:72 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

სლოვენიამ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და 24:19 გაიმარჯვა. მეორე მეოთხედში ვითარება ოდნავ შეიცვალა და ბელგიამ 22:20 მოიგო. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, სლოვენია 44:41-ს იგებდა.

მესამე პერიოდმა სრულ თანაფარდობაში ჩაიარა. გუნდებმა ერთმანეთს 19-19 ქულა ჩაუგდეს, ხოლო გადამწყვეტ მეოთხედში ლუკა დონჩიჩი შეუჩერებელი გახდა - 25:12 და ჯამში 88:72.

გასაკვირი არ არის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე „დალასის“ კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც პარკეტზე არასრულ 36 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დრამატული ბრძოლა ვიხილეთ საფრანგეთისა და თურქეთის მატჩში. გამარჯვებულის ბედი ოვერ ტაიმში გაირკვა. კორკმაზი და ბურაჰან ტუნჩერი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ოვერ ტაიმში საფრანგეთმა გაიბრწყინა და ჯამში 87:86 გაიმარჯვა.

საკმაოდ დიდი ბრძოლა გამართა საქართველოს ჯგუფში მყოფმა მონტენეგრომ, რომელიც გერმანიას დაუპირისპირდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გერმანია გავიდა, რომელსაც „ჰიუსტონის“ ვარსკვლავმა დენის შროდერმა 22 ქულით, 4 მოხსნით და 8 პასით ულიდერა.

დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება კი ალბათ ყველაზე დაძაბული იყო. ესპანეთი ლიეტუვას შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.

მთელი მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. ესპანელთა მხრიდან ბრაუნი და ჰერნანგომესი აქტიურობდნენ, ხოლო ლიეტუველთა მხრიდან კუზმინკასი იყო გამორჩეული. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ესპანეთი 2 ქულით იგებდა, თუმცა ლიეტუვამ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ოვერ ტაიმში გადავიდა, სადაც ესპანეთი შეუჩერებელი გახდა. საბოლოო ჯამში 102:94 და ესპანეთი მეოთხედფინალშია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოს ბოდიშს ვუხდი“ - ზუროსი მონტენეგროსთან მარცხის შემდეგ
“საქართველოს ბოდიშს ვუხდი“ - ზუროსი მონტენეგროსთან მარცხის შემდეგ