კილიან მბაპე, ნეიმარი
Aa
Aa

“თუ დღეს ჟურნალისტებს გავესაუბრები, ეს პრობლემებს შექმნის“ - მორიგი უთანხმოება

მბაპესა და ნეიმარს შორის უთანხმოება გრძელდება. პენალტის შესრულებისთვის არსებული კონფლიქტის შემდეგ, ამჯერად მორიგი გაუგებრობა ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ შეხვედრისას მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია.

მეორე ტაიმში მბაპე ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და როცა აშკარად ნეიმარისთვის პასის მიცემის დრო იყო, ფრანგმა დარტყმა გადაწყვიტა და ეს ძალიან ცუდად გააკეთა, რასაც ბრაზილიელის უკმაყოფილება და გაბრაზება მოჰყვა.

ნეიმარი იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ როდესაც კლუბმა ჰკითხა, სურდა თუ არა მას პრესკონფერენციაში მონაწილეობა, თავდამსხმელმა თქვა:

„დარწმუნებული ხარ? ნამდვილად? იმიტომ, რომ თუ დღეს ჟურნალისტებს გავესაუბრები, ეს პრობლემებს შექმნის!“.

L'Équipe-ის ცნობით, ნეიმარი და მბაპე მატჩის შემდეგ შეხვდნენ და ისაუბრეს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ერთმანეთს პასებს არ აძლევენ და ეს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება პენალტის პრობლემას, ეს გალტიეს ჩარევის შემდეგ მოგვარდა, თუმცა მწვრთნელს ამჯერად ახალი თავსატკივარი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ გამართული დაპირისპირება პარიზელებმა 2:1 მოიგეს. მბაპემ დუბლი შეასრულა და პირველი გოლი სწორედ ნეიმარის ულამაზესი პასის შედეგად გაიტანა, თუმცა შემდეგ თანაგუნდელს „ვალი“ არ დაუბრუნა და ეგოისტურად იმოქმედა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიჟი არ გეგონოთ`` - ტარდელის ხვიჩამ ბესტი გაახსენა
„გიჟი არ გეგონოთ`` - ტარდელის ხვიჩამ ბესტი გაახსენა