ლივერპული, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არაპროგნოზირებადი და ნიჭიერი“ - დელ პიერომ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა

იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი გრძელდება. ამჯერად, ქართველ ტალანტზე ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. 2006 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ,,ნაპოლი'' უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე გასულ სეზონში იყო. ლუჩიანო სპალეტის მუშაობით აღფრთოვანებული ვარ. მან კლუბში ცვლილებები გაატარა. ,,ნაპოლიში'' დიდებული გუნდური სულისკვეთებაა. უფრთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას, არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. ევროპაში თამაშისთვისაა დაბადებული''.

სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლი'' ,,დიეგო მარადონაზე'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 7 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო წლებში, სერია ა-ში ასე ბრწყინვალედ არავის დაუწყია“ - სიომინი ხვიჩაზე
„ბოლო წლებში, სერია ა-ში ასე ბრწყინვალედ არავის დაუწყია“ - სიომინი ხვიჩაზე