ვიდეოთამაში კინაღამ განქორწინების მიზეზი გახდა - თაუნსენდის სახალისო ისტორია
Aa
Aa

ვიდეოთამაში კინაღამ განქორწინების მიზეზი გახდა - თაუნსენდის სახალისო ისტორია

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Football Manager-ს წლების განმავლობაში განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ.

როგორც წესი, ადამიანები ისე ეფლობიან ამ პოპულარულ თამაშში, რომ ეს მათ პარტნიორებს რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისკენაც უბიძგებს.

თუმცა Football Manager-ი კინაღამ გახდა განქორწინების მიზეზი სულ სხვა რამის გამო, რის შესახებაც ანდროს თაუნსენდმა talkSPORT-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

„ტოტენჰემის“, „ნიუკასლის“, „კრისტალ პალასისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სახალისო ისტორია გაიხსენა. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ის „ტოტენჰემში“ თამაშობდა.

როგორც თაუნსენდი იხსენებს, მას ცოლმა გაუგზავნა Twitter-ზე ნანახი სქრინშოტი, რომელშიც ეწერა, რომ თითქოს ფეხბურთელი ვარჯიშზე არგამოცხადების გამო დააჯარიმეს.


„ერთხელაც ჩემი ცოლი მიგზავნის სქტინშოტს თამაშიდან. ის გაგიჟდა. თუ მე ვარჯიშზე არ ვიყავი და არც სახლში, მაშინ სად ვიყავი? ეს მისთვის ნამდვილად არასასიამოვნო იყო. მცირე მიმოწერის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს სქრინშოტი პოპულარული თამაშიდან იყო. ვიღაცამ Twitter-ზე გამოაქვეყნა უბრალოდ და ჩემს ცოლს სიმართლე ეგონა“, - თქვა თაუნსენდმა.

 

შეგახსნებთ, რომ 33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი 2024 წლიდან „ანტალიასპორში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 24 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა
„კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა