7-გოლიანი თრილერი გორში | დილამ სამგურალთან თამაში შემოატრიალა
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი გორში | დილამ სამგურალთან თამაში შემოატრიალა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გორის „დილა’’ შინ „სამგურალთან’’ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ნუნუ კოშტას გაწვრთნილმა გუნდმა თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ 4:3 მოიგო.

მე-6 წუთზე ფანცულაიამ პენალტი შეაგდო, მე-18 წუთზე ასევე პენალტიდან ლუკა ხორხელმა გაიტანა. „დილამ’’ ანგარიში პირველ ტაიმში გაათანაბრა, თედო კიკაბიძის ჩაწოდების შემდეგ ჟან-მარკ ტიბუემ თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა. მესამე დამატებულ წუთზე ოთარ ფარულავამ შეაგდო, მცველი მოატყუა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა.

„დილა’’ წინ 78-ე წუთზე გავიდა, სირილ ედუძის გადაცემას არუნა უატარას გოლი მოჰყვა. 89-ე წუთზე საგოლე პასი  კვლავ ედუძიმ შეასრულა, აბუბაქარ კონტემ სხაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე დამატებულ წუთზე ლუკა ხორხელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

16 ტურის შემდეგ გორის „დილა'' 32 ქულით პირველზეა და ლიდერ „იბერიას'' 8 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს'' 5 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება „სამგურალს'', 16 მატჩში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, „თელავთან'' ერთად გამოკვეთილი აუტსაიდერია.„სამგურალმა'' ზედიზედ მე-5 მატჩი დათმო. ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელის, ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით „სამგურალმა'' მეორედ ითამაშა. იმერული გუნდი ბრაზილიელისთვის სადებიუტო მატჩში შინ „ტორპედოსთან'' დამარცხდა (0:1).

გორის „დილას'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა