ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

“ხვალინდელი შედეგი ამ სეზონს არ შეცვლის“- ამორიმი ფინალის წინ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამორიმი:

„ევროპული ტიტულის მოგების შემთხვევაში, ხალხი ჩვენს გუნდს სხვანაირად შეხედავს. ეს მომავლისთვის დაგვეხმარება, თუმცა ამ სეზონს არ შეცვლის. ჩვენ გაცილებით დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, რომ ეს კლუბი მწვერვალზე დავაბრუნოთ. ხვალინდელი დღე შესაძლოა ამაში დაგვეხმაროს და მოგვცეს ძალა, გავაკეთოთ ის, რაც გვევალება.

კაზემიროს როლი მნიშვნელოვანია, რადგან მან ევრო ტურნირებზე მადრიდის რეალთან ერთად ყველაფერი მოიგო და უდიდესი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ჩემთვის ახალი მომავალი არ არსებობს. ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ტოტენჰემზე ვარ ფოკუსირებული.

ზოგადად, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. კლუბს შეუძლია შემოსავლის მიღება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც. მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ბრენდია. ტოტენჰემის დამარცხება და ევროპის ლიგის მოგება გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. გამარჯვება მოგვცეს იმის განცდას, რომ ამის გაკეთების ძალა გვაქვს.“   

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემსაც და მანჩესტერ იუნაიტედსაც საშინელი სეზონი აქვთ. პრემიერ ლიგაში დეზები 38 ქულით მე-17 ადგილზე არიან, ხოლო წითელი ეშმაკები 39 ქულით მე-16. ამ გუნდების საფინალო დაპირისპირება 21 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონათან ტა და ბაიერნი ტრანსფერზე შეთანხმდნენ
ჯონათან ტა და ბაიერნი ტრანსფერზე შეთანხმდნენ