ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა“ - ევროპული პრესა ხვიჩას გოლზე

სერია A-ს მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას მორიგმა დიდებულმა წარმოდგენამ იტალიურ და ევროპულ პრესაში გამოხმაურება უკვე გამოიწვია.

21 წლის ქართველი შემტევის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოხმაურებას, რომლებიც ხვიჩას თამაშის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი შეგვხვდვა:

Gazetta dello Sport:

„სუპერ კვარამ გუნდს ქამბექისას ულიდერა, ნაპოლი მილანთან ერთად პირველ ადგილზეა.

ეს ყოველთვის კვარა არის. ნაპოლი მას ყურადღების ცენტრში აყენებს! ქართველი სეზონის სტარტზე კვლავ გადამწყვეტ როლს თამაშობს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, კვარა პროვედელის მიერ აღმართული კედლის გარღვევას ახერხებს“.

Football Italia:

„მატია ძაკანიმ ლაციო წინ გაიყვანა, მაგრამ ნაპოლის ახალწვეულებმა კიმ მინ-ჯაემ და ხვიჩა კვარაცხელიამ სიტუაცია შეცვალეს“.

Calcionapoli24:

„ჩემპიონატში კვარაცხეილას სტარტი გასაოცარია. მისი სტარტი ნამდვილად უსიტყვოდ გტოვებს“.

ბრიტანული Daily Mail:

„ზაფხულში გაფორმებულ კვარაცხელიას სერია A-ში 4 შეხვედრაში (სულ 5), რომელიც სასტარტოდან დაიწყო, უკვე 5 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ყველაზე მეტია ნაპოლის ფეხბურთელთა შორის, მას შემდეგ, რაც კლუბი 2007-08 წლების სეზონში სერია A-ში დაბრუნდა“.

ბრიტანული BT Sport-ის კომენტატორი:

„ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა! ნაპოლიმ მატჩის შემობრუნება შეძლო. ეს რა დიდებული მოთამაშეა, რა დიდებული სამუშაო გასწიეს ნაპოლის სკაუტებმა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას შოუ რომში - ნაპოლიმ ქართველის საოცარი გოლით მოიგო
ხვიჩას შოუ რომში - ნაპოლიმ ქართველის საოცარი გოლით მოიგო