ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

,,ძალიან მორცხვია, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს“ - სპალეტი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას შოუ სერია ა-ში გრძელდება. მე-5 ტურში ,,ნაპოლიმ'' სტუმრად რომის ''ლაციო'' ქართველი გარემარბის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (1:2).

მე-4 წუთზე ძაკანიმ ,,ლაციო'' დააწინაურა. 38-ე წუთზე კიმ მინ-ჟემ ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთზე ანგისას პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ უძლიერესი დარტყმით რომაულ კლუბს გაუტანა და ,,ნაპოლის'' სამი ქულა მოუპოვა.

მატჩის შემდეგ ,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ხვიჩა ჩემს სახლში დავპატიჟე. შუადღისას ჩაი დალია. ის მორცხვი და ინტროვერტია, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, პასუხისმგებლიანი და თავდაჯერებულია. მაღალ დონეზე თამაშობს, ტოპ ფეხბურთელის თვისებები აქვს.

,,ნაპოლიში'' არიან ადამიანები, რომლებიც სატრანსფერო საკითხებზე მუშაობენ. კვარაცხელიას შესახებ დადებითად მესაუბრებოდნენ. ის რუსეთში თამაშობდა, მაგრამ ახლა ახალ ქვეყანაშია და ადაპტირებისთვის დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია გუნდში ისეთი მოთამაშეები მოიყვანო, რომლებიც გუნდიდან წასულებს შეცვლიან.

გამიკვირდა, ცარიელ კართან ახლოს მყოფმა რომ ვერ გაიტანა. ის ხომ ძალიან ტექნიკურია, თუმცა კარგია, რომ პოზიცია სწორად შეარჩია''.

სერია ა-ს საწყის ხუთ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

ამ ეტაპზე ,,ნაპოლი'' ,,მილანთან'' ერთად 11 ქულით სერია ა-ს ლიდერობს. მე-6 ტურში ,,ნაპოლი'' ,,სპეციას'' უმასპინძლებს. შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.

სერია ა-ს ბომბარდირთა დავას კვარაცხელია, ვლაჰოვიჩი და კოპმეინერსი 4 გოლით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას შოუ რომში - ნაპოლიმ ქართველის საოცარი გოლით მოიგო
ხვიჩას შოუ რომში - ნაპოლიმ ქართველის საოცარი გოლით მოიგო