შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი: კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა

,,შტურმის'' მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ილცერის განცხადებით, ოთარ კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ამ ეტაპზე თამაშისთვის მზად არაა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე ვიხილავთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონის დიდი ნაწილი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. აქილევსის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ,,შტურმის'' ქართველ ,,ათიანს'' არ უთამაშია, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს, ტრავმა აღარ აწუხებს, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დაბრუნებისთვის ემზადება.

2018 წლიდან ოთარ კიტეიშვილი ,,შტურმის'' ფეხბურთელია. ყველა ტურნირის ჩათვლით, ავსტრიულ კლუბში 116 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 22 გოლი და 22 საგოლე პასია.

ოთარ კიტეიშვილს ,,შტურმთან'' კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ხვიჩაზე წერს
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ხვიჩაზე წერს