ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა - კრემონეზეს მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

,,კრემონეზეს'' მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის განცხადებით, ,,სასუოლოსთან'' ლუკა ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა. ალვინიმ ლოჩოშვილის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

,,ზოგადად, გუნდის მდგომარეობა კარგია. მოთამაშეთა დიდი ნაწილი თავს კარგად გრძნობს. საეჭვოა ლუკა ლოჩოშვილის თამაში, რომელმაც ,,ინტერთან'' იმ ადგილზე მიიღო დაზიანება, რის გამოც ,,ტორინოსთან'' შეხვედრა გამოტოვა. ვფიქრობ, თამაშს მაინც შეძლებს''.

,,კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი ,,რომასთან'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' შედგა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ,,ტორინოსთან'' არ უთამაშია. მე-4 ტურში ,,ინტერთან'' სასტარტოში დაბრუნდა, მაგრამ ედინ ჯეკომ ხელი თავის არეში გაარტყა, ზუსტად იმ ადგილზე, რომელიც ვარჯიშზე დაუზიანდა და რის გამოც ,,ტორინოსთან'' არ უასპარეზია.

გასულ თვეში 24 წლის ლუკა ლოჩოშვილი ,,ვოლფსბერგერიდან'' ,,კრემონეზეში'' გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 1,6 მილიონი ევრო შეადგინა. მის მიმართ ინტერესს ჰელას ,,ვერონაც'' იჩენდა, თუმცა ფეხბურთელმა უპირატესობა ,,კრემონეზეს'' მიანიჭა.

4 ტურის შემდეგ ,,კრემონეზეს'' ანგარიშზე 0 ქულაა. მე-5 ტურში ,,კრემონეზე'' ,,სასუოლოს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება (თამაშის დაწყების დრო: 14:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ხვიჩაზე წერს
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ხვიჩაზე წერს