გალან რივეროსი
Aa
Aa

მოულოდნელობა - ციციპასი US OPEN-ზე პირველივე წრეში დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა მიმდინარეობს. პირველივე სათამაშო დღეს სენსაცია დაფიქსირდა. US OPEN-ს სტეფანოს ციციპასი გამოეთიშა. ბერძენი ჩოგბურთელი ATP რეიტინგის 94-ე ნომერთან გალან რივეროსსთან 4 სეტში დამარცხდა.

სტეფანოსმა პირველი სეტი მთლიანად ჩააგდო. რივეროსმა ციციპასის სამი ჩაწოდება მოიგერია და 6:0 დააფიქსირა. თითქმის იდენტური იყო მეორე სეტი, სადაც ბერძენმა ჩოგბურთელმა ორი თავისი გეიმი დათმო და 1:6 განადგურდა.

მესამე სეტში ციციპასმა გამოიღვიძა და საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად ითამაშა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ბერძენმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:3.

მეოთხე სეტში ყველაზე დიდი ბრძოლა ვიხილეთ. ციციპასმა ბრეიკი პირველივე გეიმში შეასრულა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ყველაფერი დისაიდერში გადაწყდებოდა, მაგრამ რივეროსი ასე არ ფიქრობდა.

მერვე გეიმში კოლუმბიელმა უკუ ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში გალან რივეროსის სასარგებლოდ 6:5 იყო, ბრეიკი შეასრულა, 7:5 დააფიქსირა და მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფელიქსს გოლი წაართვა“ - AS მამარდაშვილს აქებს
“ფელიქსს გოლი წაართვა“ - AS მამარდაშვილს აქებს