ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

ხორვატიის ქალაქ სპლიტში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. დღეს საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა და მონტენეგროს დაუპირისპირდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი აუტსაიდერი გახლდათ და სამწუხაროდ, 11:14 დამარცხდა.

პირველი პერიოდი მონტენეგროელთა უპირატესობით დაიწყო და მათ მეტოქეზე 2-ით მეტი ბურთი მიითვალეს - 5:3. მსგავსი სცენარით განვითარდა მეორე რვაწუთეული, რომელიც მონტენეგრომ 4:2 მოიგო და შესვენებაზე 4-ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა - 9:5. საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი კარგად დაიწყო და ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა - 8:9, თუმცა მონტენეგროელებმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში 13:8 იყო მათ სასარგებლოდ. დასკვნითი პერიოდი საქართველომ 3:1 მოიგო და საბოლოოდ 11:14 წააგო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო მარკო ელაჩა იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და მეტოქის კარს ბრწყინვალე პროცენტით შეუტია - 71.4%. ბორის ვაპენსკიმ თავი 3 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა, შუშიაშვილმა, ბითაძემ და შარიჩმა კი თითო-თითო გოლი მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს გამართავს. დეიან სტანოევიჩის გუნდი თბილისის დროით 19:00-ზე იტალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა