Aa
Aa

შესნი "იუვენტუსთან" ახლოსაა

დიდია ალბათობა, რომ ვოიცეხ შესნი ტურინის „იუვენტუსში“ კვირის ბოლომდე ჩაირიცხოს.

პოლონელი მეკარე „არსენალთან“ ერთად წინასასეზონო მზადებას არ გადის და სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული.

შესნის „არსენალთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო „მეთოფეები“ მის ტრანსფერში 18 მილიონ ევროს ითხოვენ.

27 წლის კიპერმა ბოლო 2 სეზონი სერია ა-ში გაატარა და დედაქალაქური „რომას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები