"ჩელსი" "რეალს" 80 მილიონიან შეთავაზებას უმზადებს!
ლონდონის „ჩელსი“ ალვარო მორატას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
როგორც ცნობილი ხდება, „ლურჯები“ „რეალს“ 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს შესთავაზებენ, თუმცა ვიცით, რომ მადრიდელების მოთხოვნა 90 მილიონი ევროა.
საინტერესოა, რომ თავის ტრანსფერში ფეხბურთელიც აქტიურადაა ჩართული. მადრიდული AS-ის ცნობით, მორატა „რეალს“ ამერიკულ ტურნეში არ გაყვება, რათა სატრანსფერო პროცესს არ ჩამოშორდეს.
ესპანელი ფორვარდი „ჩელსიში“ გადასვლაზე თანახმაა და მასთან კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებული აქვს.