ზიდანმა გაახანგრძლივა და პერესს შეხვდა
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
ფრანგმა სპეციალისტმა ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელმოწერა დღეს დილით დასვა.
Marca ასევე წერს, რომ ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მასთან მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ირკვევა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერს შეეხებოდა.