ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ქართველები ევროტურნირებზე: ბუდუს ბენეფისი და სხვა

18 აგვისტოს, ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის საპლეიფო მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველი მაყურებლის ყურადღება ჩვენი ლეგიონერებისკენ იყო მიმართული.

ევროპა ლიგაზე უნგრეთის ჩემპიონმა „ფერენცვაროშმა“ საკუთარ მოედანზე ირლანდიურ „შემროკ როვერსს“ 4:0 მოიგო და ფაქტობრივად ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

გიორგი ხარაიშვილმა „ფერენცვაროშის“ რიგებში ვარჯიში უკვე თითქმის თვეზე მეტია განაახლა, თუმცა სტანისლავ ჩერჩესოვს ის განაცხადში არ შეჰყავს. დღესაც ასე იყო.

რევაზ ინჯგიას კვიპროსულმა ლიმასოლის „აპოლონმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას - ვაკო გვილიას პოლონურმა „რაკოვმა“ პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო.

გვილია ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრა შეუცვლელადაც ჩაატარა.

ვლადიმირ ვაისის „სლოვანი“ ბოსნიაში „ჟრინსკის“ წინააღმდეგ 0:1 დამარცხდა. სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ 90-90 წუთი ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 66-ე წუთზე შეცვალეს.

„სლავია“ 69-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, მოედნიდან ბარსეღიანი გააძევეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 89-ე წუთზე მატჩის მოგება შეძლეს.

პოზნანის „ლეხმა“ „დუდელანჟს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ლეგიონერი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი წიტაიშვილი კი 67-ე წუთზე.

88-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბუდუ ზივზივაძის უნგრულმა „ფეჰერვარმა“ გერმანიაში „კიოლნს“ 2:1 მოუგო, რისი მთავარი შემოქმედიც ქართველი ფორვარდი გახდა.

„კიოლნი“ შეხვედრას მე-14 წუთზე გატანილი გოლით იგებდა, თუმცა 21-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მალევე 21-ე წუთისთვის ბუდუ ზივზივაძემ ლამაზი თავურით წონასწორობა აღადგინა.

მე-40 წუთზე ბუდუმ საგოლე გადაცემაც მიითვალა და დარდაის გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა.

ქართველი ფორვარდი დროის გაყვანის მიზნით 94-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტე“ ნიდერლანდურ „ალკმაარს“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა.

აბურჯანიამ მატჩი სასტარტოში დაიწყო. მეორე ტაიმში 57-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, აქედან 4 წუთში კი შეცვალეს.

ჩრდ მაკედონიურმა „შკუპმა“ კოსოვოს „ბალკანის“ უმასპინძლდა და 1:2 დამარცხდა.

გაგი მარგველაშვილი მასპინძელთა შორის სასტარტოში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს