ზაქარია ხიზანიშვილი
Aa
Aa

კანოე: ხიზანიშვილის სამი ოქრო ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

კანოეში, ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წლის ზაქარია ხიზანიშვილმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მან პოლონეთში გამართულ ტურნირზე შემდეგ სამ კატეგორიაში გაიმარჯვა: 500 მეტრი - ორადგილიანი კანოე, 200 მეტრი - ორადგილიანი კანოე, 200 მეტრი - ერთადგილიანი კანოე.

აღნიშნულ ჩემპიონატზე 65-69 წლის ვეტერანი ნიჩბოსნები გამოდიოდნენ.

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრესსამსახური შემდეგს აღნიშნავს:

''ვულოცავთ ბატონ ზაქარიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებებს. იცნობდეთ სამაგალითო და საამაყო ადამიანს, რომელიც ამ გამარჯვებებით მრავალ ადამიანს მოტივაციასა და სტიმულს მისცემს დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით''

მსგავსი სიახლეები