გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი ლევანტეს გადაწყვეტილების მოლოდინშია - რას აპირებს გრანოტა

ესპანური გამოცემა, Plazadeportiva სტატიას აქვეყნებს და „ლევანტეს“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი ქოჩორაშვილზე გვესაუბრება. ავტორის მიხედვით, ამ ეტაპზე, „გრანოტას“ ორი ვარიანტი აქვს და ვალენსიელებმა გიორგის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელია კონტრაქტი კიდევ 3 სეზონით გახანგრძლივდეს. ამ ზაფხულს, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლო ორ სეზონში იგი ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და ახლა ძირითადი გუნდის წევრია. ქართველთან მიმართებით, ლევანტეს ორი ვარიანტი აქვს. გრანოტამ იგი ან უნდა დაიტოვოს ან იჯარის წესით გაუშვას, რათა ქართველმა ფეხბურთელმა სათამაშო დრო მიიღოს“, - წერს Plazadeportiva.

ესპანური გამოცემის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებიდან გამომდინარე, „ლევანტეს“ არ აქვს უფლება, გიორგი სარეზერვო გუნდში დაარეგისტრიროს და დროგამოშვებით, მთავარ გუნდში თამაშის საშუალება მისცეს. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი 23 წლისაა.  

რეგულაციების მიხედვით, 23 წელს გადაცილებული ფეხბურთელები (მეკარე გამონაკლისია და შეზღუდვა 25 წლამდეა) ძირითად გუნდში უნდა იყვნენ დარეგისტრირებული, რათა მის რიგებში თამაშის უფლება ჰქონდეთ და სარეზერვო გუნდში რეგისტრაცია ძირითად გუნდში სათამაშოდ საკმარისი არაა. ამიტომ, „ლევანტემ“ არჩევანი უნდა გააკეთოს და გადაწყვიტოს, გიორგისთან მიმართებით რას მოიმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა