ხვიჩა კვარაცხელია, ედსონ ბარბოზა, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

ხორხე მასვიდალი: „ილია თოფურიას ედსონ ბარბოზასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“

UFC-ის მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიასა და ედსონ ბარბოზას ბრძოლაზე ისაუბრა. მასვიდალმა განაცხადა, რომ ბარბოზა ურთულესი მეტოქეა და „ელ მატადორს“ ასეთი დონის მოწინააღმდეგე არასდროს ჰყოლია.

„ჩემი აზრით, ეს სუპერ ბრძოლაა. ედსონ ბარბოზა მაღალი დონის მებრძოლია და ისეთ მეტოქეებთან უჩხუბია, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი არიან. ეს მასზე ბევრს ამბობს და ამ წონით დივიზიონში იგი შესანიშნავად გამოიყურება. ედსონს წონის პრობლემები არ აქვს, ძლიერია და ვფიქრობ, ილიას ასეთი რთული ბრძოლა არასდროს ჰქონია.

ჩემი აზრით, თოფურია ასეთი მაღალი დონის სპორტსმენს არასდროს შეხვედრია. იგი ფეთქებადია და არავის და არაფრის ეშინია. გამარჯვებული რეიტინგში წინ წაიწევს და ფსონს რომ ჩამოვდიოდე, რა თქმა უნდა, ჩემს პარტნიორსა და ძმას, ილიას ავირჩევდი“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ილია თოფურიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ ედსონ ბარბოზას პირველივე რაუნდში დააფინიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის მორიგი მატჩი - ვალენსია მესამე ლიგელთან დამარცხდა
მამარდაშვილის მორიგი მატჩი - ვალენსია მესამე ლიგელთან დამარცხდა