ჟიულ კუნდე
Aa
Aa

„დიად კლუბში გადმოვედი" - ბარსელონამ კუნდე წარადგინა

„ბარსელონამ“ ჟიულ კუნდე წარადგინა. ფრანგი მცველის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და კუნდემ ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. 23 წლის მცველმა მოკლე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ დიადი კლუბია.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ დიად კლუბში რომ გადმოვედი. პრეზიდენტისა და გულშემატკივრების მადლიერი ვარ და მათ უდიდესი სიყვარული მიჩვენეს. ისღა დამრჩენია, თავდაუზოგავად ვივარჯიშო და წარმატებას მივაღწიო“.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება. ეს იყო ტრანსფერი, რომლის გაჩარხვის დიდი სურვილი გვქონდა და მადლობას გიხდი იმ სამუშაოსთვის, რომელიც აქ გადმოსასვლელად გასწიე. მოგვწონს ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსელონაში თამაში უნდათ, რადგან თქვენ ჩვენი საფეხბურთო პროექტის მიმართ სიმპათიები გაქვთ და გინდათ, კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. ჩავი ძალიან იყო დაინტერესებული, რომ დაცვა გაეძლიერებინა და ყველაფერი გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მივაღწევთ“, - დასძინა ჟოან ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა კუნდეს თავიანთი მომავალი 5 წლით დაუკავშირეს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშებს მოგვაგებინებს
„თამაშებს მოგვაგებინებს" - სპალეტიმ და პოლიტანომ ხვიჩაზე ისაუბრეს