კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი რონალდუზე: არ ვიცი პრემიერ ლიგაში როდის ითამაშებს, ის სხვებზე ცუდ ფორმაშია

ერიკ ტენ ჰაგმა ჯერ არ იცის, როდის იქნება კრიშტიანუ რონალდუ მზად, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეძლოს.

პორტუგალიელი სულ რამდენიმე დღეა საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა, მან მთელი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა. ამის მიზეზად კი ოჯახური პრობლემები სახელდებოდა.

- რამდენად შორს არის რონალდუ, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეძლოს?

„ამ კითხვაზე ჯერ ვერ გიპასუხებ. ის ახლა აშკარად არ არის მანჩესტერ იუნაიტედის დანარჩენი ფეხბურთელების დონეზე, რადგან მან გამოტოვა მრავალი კვირა, ვარჯიში.

მას სჭირდება მატჩები და ბევრი ვარჯიში“,

- თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რონალდუ „იუნაიტედში" „რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა როგორც ჩანს, ტენ ჰაგმა ჯერ არ იცის, თუ როდის იქნება გუნდის შვიდიანი პრემიერ ლიგისთვის შესაფერის კონდიციებში.

რა ხდება რონალდუს ტრანსფერზე?

Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტა სურს და ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა სურს.

მისი აგენტი ჟორჟე მენდეში 1-წლიან იჯარასაც ითხოვს, რომ როგორმე მისმა კლიენტმა წასვლა შეძლოს.

როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რონალდუმ ხელფასის საგრძნობლად შემცირებაზე თანხმობა განაცხადა, რომ ახალ კლუბებს სურვილთან ერთად, მისი გაფორმების შესაძლებლობაც ჰქონდეთ.

ჯერჯერობით მხოლოდ ჭორები ვრცელდება, რომლებიც ამ მომენტისთვის ოფიციალურად არ დასტურდება. კონკრეტულად არცერთი კლუბის სახელი არ ფიგურირებს, რომელსაც კრიშტიანუს დამატების სურვილი საჯაროდ აქვს დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ თასი მოიგო - ლივერპულმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა
სუპერ თასი მოიგო - ლივერპულმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა