კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„შეუძლებელია ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ" - რონალდუმ დუმილი დაარღვია

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

37 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამის ფან ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ კომენტარი გააკეთა, სადაც მის შესახებ სიახლეებს აგროვებენ.

ერთ-ერთი ინფორმაცია კრიშტიანუს შესახებ ასეთი შინაარსის იყო:

„ჟორჟე მენდეშმა მანჩესტერ იუნაიტედს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ძალიან სურს წასვლა. მოლაპარაკებები არც თუ ისე პოზიტიური იყო, მენდეში არ არის დარწმუნებული, რომ რონალდუ ტრანზიციას მიაღწევს. საქმეში ჩაერია სერ ალექს ფერგიუსონიც. იუნაიტედი ამტკიცებს, რომ რონალდუ არ იყიდება“.

კრიშტიანუმ ამ ინფორმაციის ქვეშ დაწერა:

„შეუძლებელია ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ, რადგან სხვაგვარად მედია ვერ გამოიმუშავებს. ხომ იცი, თუ არ იტყუები, ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობ. განაგრძეთ. იქნებ ერთ დღესაც სწორი ამბებიც გამოაქვეყნოთ“.

შეგახსენებთ, რომ Daily Mail-ის მტკიცებით, პორტუგალიელმა „იუნაიტედს“ ხელშეკრულების გაწყვეტა მოსთხოვა, მაგრამ კლუბი უარზეა. მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. რონალდუს სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია