კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

Daily Mail: რონალდუმ მანჩესტერს აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს

კრიშტიანუ რონალდუს, რომ გუნდის შეცვლა სურს ეს არახალი ამბავია. პორტუგალიელის სატრანსფერო საგა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს ბრიტანულმა პრესამ მორიგი ინფორმაცია გაავრცელა.

Daily Mail-ის ცნობით, კრიშტიანუმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ აცნობა, რომ წასვლა სურს და ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს.

წყაროს ცნობით, რონალდუმ კლუბს უთხრა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს, მაგრამ „მანკუნიანელებს“ ამის სურვილი არ გააჩნიათ.

ორშაბათს, თავდამსხმელი დაბრუნდა მანჩესტერში, რათა განეხილა თავისი მომავალი კლუბთან. „მანკუნიელთა“ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურდა დაერწმუნებინა პორტუგალიელი გუნდი არ დაეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედს" უთხრა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს უფასოდ შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისტვის „მანჩესტერისთვის“ ოფიციალური წინადადებით რონალდუს შეძენის თაობაზე ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ მიუმართავს.

ყველაფრის მიუხედავად, რონალდუ პროფესიონალურად მოექცევას გეგმავს.

ოთხშაბათს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი უყურა გუნდის ამხანაგურ მატჩს „რექსჰემთან“ (4-1), რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

დაიძაბება, თუ არა მხარეებს შორის ურთიერთობა? როგორ განვითარდება მოვლენები, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს