კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„რომ შეეძლოს ლივერპულშიც წავიდოდა, მისთვის მთავარი ლიგაზე თამაშია"

კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ ვისაც სურვილი აქვს ყველა საუბრობს. გამონაკლისი არც „ასტონ ვილას“ ყოფილი შემტევი გაბრიელ აგბონლაჰორია, რომელმაც პორტუგალიელის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„კრიშტიანუ ამ ზაფხულს ლივერპულშიც კი წავიდოდა, ამის შანსი რომ ჰქონდეს. მერსისაიდელები მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქეები არიან, მაგრამ საქმე თავად რონალდუშია. ის მზადაა ნებისმიერ გუნდში გადავიდეს, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, გოლების გატანას შეძლებს და თასის მოსაგებად იბრძოლებს.

არ ვფიქრობ, რომ რონალდუს რაიმე ლოიალობა აქვს იუნაიტედის, იუვენტუსის ან მადრიდის რეალის მიმართ“,

- განაცხადა აგბონლაჰორმა talksport-ის ეთერში.

ინგლისელის ამ განცხადებას კრიშტიანუს ფანების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ის ფაქტია, რომ რონალდუმ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა. ამას Daily Mail-ი ადასტურებს.

რონალდუ 37 წლის არის და ჩემპიონთა ლიგის მთლიანი სეზონის გამოტოვება არ სურს. მას და მის აგენტს ჟორჟე მენდეშს თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება უნდათ, რომ ლიგაზე მოთამაშე რომელიმე კლუბთან კონტრაქტი უსასყიდლოდ გააფორმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე