პრაღის ღია პირველობა - კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია
Aa
Aa
26 ივლისი 2022  |  21:00

პრაღის ღია პირველობა - კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია

საჩოგბურთო სამყაროში WTA-ს ეგიდით პრაღის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვა იღებს მონაწილეობას. ქართველი ჩოგბურთელის პარტნიორი ამჯერად რუსი ვიტალია დიატჩენკო გახლავთ.

ქართულ-რუსულმა დუეტმა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან იასპარეზა და ორ სეტში 6:3 6:4 გაიმარჯვა. კალაშნიკოვა/დიატჩენკო ტურნირზე მეორედ ნომრად განთესილ იუნ ჰანს და ალექსანდრა პანოვას დაუპირისპირდნენ.

ვიტალიამ და ოქსანამ პირველ სეტში ორი ბრეიკის შეასრულეს ერთის წინააღმდეგ და ყველაფერი ლოგიკურად დაასრულეს. მეორე სეტი განსხვავებული იყო.

ქართულ-რუსული დუეტი 0:4-ს აგებდა, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. კალაშნიკოვამ და დიატჩენკომ ზედიზედ 6 გეიმი მოიგეს და მატჩიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნული წყვილი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფომინა/იაშინას დუეტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში ეკო გორგოძემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი კონტავეიტი იყო და უშანსოდ 0:6 1:6 დამარცხდა და გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება"