ლეიკერსის ექს-კალათბურთელი უკრაინის დასახმარებლად საჩემპიონო ბეჭდებს ყიდის
Aa
Aa

ლეიკერსის ექს-კალათბურთელი უკრაინის დასახმარებლად საჩემპიონო ბეჭდებს ყიდის

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი, სლავა მედვედენკო საჩემპიონო ბეჭდებს ყიდის. 43 წლის მძიმე ფორვარდი, რომელიც კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის თანაგუნდელი გახლდათ და ჩემპიონობა ორჯერ, 2001 და 2002 წლებში იზეიმა, ბეჭდებს აუქციონზე ყიდის და მიღებულ თანხას ომისგან განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებს.

„გვინდა, რუსეთის არმიის მიერ დაბომბილი ასზე მეტი სკოლა და სავარჯიშო დარბაზები აღვადგინოთ. ჩვენს ქვეყანას დიდი თანხა სჭირდება, რათა სკოლების აღდგენა მოხდეს. სავარჯიშო დარბაზებს რაც შეეხება, მათ უნდა მივხედოთ, თორემ უკრაინაში რთული პერიოდი დგას და ბავშვებმა დახურულ სივრცეში უნდა ითამაშონ.

უკრაინაში ყველგან იგრძნობა, რომ ომი მიმდინარეობს და ერთ-ერთ ასეთ მომენტში, ჩემს თავს ვუთხარი: „რად მინდა ბეჭდები თუ ისინი სეიფში მექნება შენახული?“ გავაანალიზე, რომ შეიძლება, მოვკვდე, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ისინი გამეყიდა, ხალხისთვის ლიდერობა მეჩვენებინა და უკრაინელებსა და აქაურ ბავშვებს დავხმარებოდი. მინდა, ჩვენს არმიას მადლობა გადავუხადო და იმედი მაქვს, გამარჯვების შემდეგ, სპორტის დონე სასურველ ნიშნულს დაუბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ მედვედენკო „ლეიკერსს“ 2000-01 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. 2003-04 წლების სეზონში იგი საშუალოდ 8.3 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა. 2006-07 წლების სეზონში იგი „ატლანტა ჰოუქსში“ გაცვალეს და ეს სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ერთ-ერთი ვარიანტია - ვინ უნდა იყოს პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქე
თოფურია ერთ-ერთი ვარიანტია - ვინ უნდა იყოს პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქე