ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
ხვიჩას გოლი და მაგარი პასები - სპალეტიმ ოსიმენი ვარჯიშიდან გააგდო
Aa Aa
24 ივლისი 2022  |  23:31

ხვიჩას გოლი და მაგარი პასები - სპალეტიმ ოსიმენი ვარჯიშიდან გააგდო

''ნაპოლიმ'' ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა პირველი შეკრება დიმაროში გაიარა, მეორე შეკრებაზე კი კასტელ დი სანგროში იმყოფება.

ორმხრივი თამაშისას ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ორჯერ კი შესანიშნავი პასებით ვიქტორ ოსიმენი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ნიგერიელმა შანსები ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ სპალეტის მიერ ჩატარებული აღნიშნული ვარჯიში ღია იყო, ქომაგები ესწრებოდნენ. ვარჯიშის კადრები გამოცემა FootballNaples24-მა გაავრცელა. ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში შეწყვიტა. შესაძლოა, სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, თუმცა შემდეგ ვარჯიში განაახლა, თავს კარგად გრძნობდა.

ერთი მომენტია აღსანიშნავი, სავარჯიშო პროცესის მიმდინარეობისას ვიქტორ ოსიმენი ანგისას შეეკამათა, რის გამოც ლუჩიანო სპალეტიმ ნიგერიელ ფორვარდს ვარჯიში დაატოვებინა.

შეგახსენებთ, ''ნაპოლიმ'' პირველი შეკრება დიმაროში გამართა. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით დიმაროში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს.

დიმაროში გავლილი შეკრების შემდეგ ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა, La Repubblica-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და დიმაროში გატარებულ წინასასეზონო სამზადისზე დაწერა. La Repubblica-მ ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიჩინეს თავი დიმაროში და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მისი რჩეული „კვარა“ გახდა.

ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 27 ივლისს თურქული სუპერლიგის ''ადანა დემირსფორს'' შეხვდება, რომლის შემადგენლობაში გიორგი ხაბულიანი ირიცხება. თურქულ კლუბთან შეხვედრის შემდეგ ''ნაპოლი'' ესპანურ კლუბებს, ''მალიორკას'' (31 ივლისი), ''ჟირონასა'' (3 აგვისტო) და ''ესპანიოლს'' (6 აგვისტო) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე