მაიკ ტაისონი
Aa
Aa

მაიკ ტაისონი: „ჩემი სიკვდილი ახლოვდება... ცხოვრებაში ფული მთავარი არაა"

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა საკუთარ პოდკასტში, Hotboxin' with Mike Tyson-ში განაცხადა, რომ მისი სიკვდილის დღე ახლოვდება და ცხოვრებაში ფული არაფერს ნიშნავს. „რკინის მაიკის“ სტუმარი შონ მაკფარლენდი გახლდათ, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ეხმარება და ტაისონი მას გულახდილად ესაუბრა.

„რა თქმა უნდა, ერთ დღეს, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ როცა სარკეში ვიყურები და ჩემს სახეზე პატარ-პატარა ლაქებს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ვარგისიანობის ვადა ძალიან მალე ამოიწურება.

ფულს რაც შეეხება, ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ხალხს ჰგონია, რომ ფული ბედნიერებას მოუტანს, მაგრამ ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც ფული მანამდე არასდროს ჰქონიათ. როცა ბევრი ფული გაქვს, არ უნდა ელოდო, რომ ვინმეს ნამდვილად ეყვარები. როგორ გამოგიტყდები სიყვარულში და როგორ იქნება ეს გულწრფელი, როცა 500 მილიარდი დოლარი გაქვს? ადამიანებს ჰგონიათ, რომ როცა ფული აქვთ, ხელშეუხებელი არიან, მაგრამ ეს ასე არაა. ფული უსაფრთხოების მოჩვენებით შეგრძნებას აჩენს“.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონს კარიერაში 58 ბრძოლა აქვს გამართული. „რკინის მაიკის“ ანგარიშზე 50 გამარჯვება და 6 მარცხია, 2-ჯერ კი ჩხუბის შედეგი No Contest-ად გამოცხადდა. ლეგენდარული ამერიკელი ბოლოს რინგზე როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ ვიხილეთ და აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბთან ჩხუბი არავის უნდა
„მერაბთან ჩხუბი არავის უნდა" - ჟოზე ალდომ დვალიშვილზე ისაუბრა