ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასლან კარაცევი
Aa
Aa

მარცხი 1 საათში - ბასილაშვილი კარაცევთან განადგურდა

საჩოგბურთო სამყაროში ჰამბურგის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა. ქართველი ჩოგბურთელი რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ უშანსოდ 2 სეტში 4:6 0:6 დამარცხდა და გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.

თავდაპირველად ნიკოლოზმა კარგად დაიწყო და საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდა, თუმცა მეექვსე გეიმში კარაცევი გააქტიურდა და ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილი მარცხს არ ეგუებოდა და იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:5 იყო მოწინააღმდეგის ჩაწოდება მოიგო და ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ამაოდ. ასლანმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტი კი მთლიანად რუსი ჩოგბურთელის კარნახით წარიმართა. ასლანმა თავისი ორი ჩაწოდება მოიგო და ასევე ორი ბრეიკიც შეასრულა. სამწუხაროდ მეორე სეტი ბასილაშვილმა 0:6 წააგო. აღნიშნული დაპირისპირება კი 1 საათი და 1 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უკანასკნელად შვედეთის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში ჰუგო გასტონთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ტრავმის გამო აღნიშნული მატჩის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო და წაგების მიზეზი სწორედ ეს გახდა. იქამდე კი საქართველოს პირველმა ნომერმა უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში გავიდა და ტიმ ვან რაითჰოვენთან დამარცხდა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველ ნომერს ჰამბურგის ღია პირველობა ორჯერ აქვს მოგებული. ნიკოლოზმა ამის გაკეთება 2018 და 2019 წელს შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს