გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი
Aa
Aa

თვლის, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აღარაა - სილესენმა წასვლა მოითხოვა

ვალენსიური ონლაინ გამოცემა blanquinegres-მა „ვალენსიას“ შესახებ დაწერა და ყურადღება „ღამურების“ მეკარეზე, იასპერ სილესენზე გაამახვილა. როგორც ირკვევა, ნიდერლანდელ გოლკიპერს ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს და კლუბის ხელმძღვანელებს გაშვების თხოვნით მიმართა.

სილესენის აზრით, ის გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აღარაა და უნდა, სათამაშო დრო მიიღოს, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსი ჰქონდეს. იასპერმა კლუბს კატეგორიულად განუცხადა, რომ წასვლა სურს და „ვალენსიამ“ იგი ან უნდა გაყიდოს ან მასთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

„ჩეს“ იმედი აქვს, ნიდერლანდელს გაყიდის, მაგრამ თუ მისი მსურველი ვერ იპოვა, მზადაა, იგი უსასყიდლოდაც გაუშვას. ამის მიზეზი ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული საკითხებია. სილესენის ანაზღაურება 14 მილიონი ევროა და მისი გაშვება „ღამურებს“ ახალი ფეხბურთელების გაფორმებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ სილესენი გიორგი მამარდაშვილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. მისი წასვლის შემთხვევაში, „ვალენსიაში“ „მამარდას“ გარდა, ხაუმე და კრისტიან რივერო დარჩებიან. AS-ის ცნობით, მათ ქართველი მეკარისთვის კონკურენციის გაწევა სურთ და კლუბის დატოვებას არ განიხილავენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კვარა დამიძახეთ, დიახ კვარადონაც მომწონს" - ხვიჩას პირველი ინტერვიუ ნეაპოლში