დინამო თბილისი, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: ,,დინამო უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია"

ესტონეთის ქალაქ პარნუში, რანასტადიონზე, კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც პაიდემ დინამო თბილისს უმასპინძლა. წყვილში გამარჯვებულის ბედის გასარკვევად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გამარჯვება პაიდეს დარჩა (6-5).

გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)

,,რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დამწუხრებულნი ვართ, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვსურდა. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, რადგან მათ იმედები გავუცრუეთ. ახლა მთავარია, რომ ყველა ის შეცდომა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა, კარგად გავიაზროთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და დინამო დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია.

უშუალოდ ამ მატჩს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით. შემდეგ ეტაპზე პაიდეს წარმატებას ვუსურვებ."

დინამო თბილისისთვის ევროტურნირები დასრულებულია, მთელი ყურადღება კი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისკენ მიიმართება, რომელიც 13 აგვისტოს განახლდება. 20 ტურის შემდეგ, დინამო თბილისს 38 ქულა აქვს და ქვეყნის ჩემპიონ დინამო ბათუმს 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში ითამაშებს
ოფიციალურად | თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში ითამაშებს