ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

შვედეთის ღია პირველობა - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

უიმბლდონი დასრულდა და ახლა სხვა ტურნირების დრო დგება. სულ მალე შვედეთის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი დაიწყება, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებაში 1/16 ფინალიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 66-ე ნომერი ჰუგო გასტინი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ცნობისთვის, ბასილაშვილსა და გასტინს შორის გამარჯვებული სონეგოსა და კარაცევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 13:00-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკანასკნელად უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში ვან რაიტჰოვენთან დამარცხდა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელამდე კი ქართველმა როსოლს და ჰალისს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს