ოფიციალურად - იუვენტუსმა პოგბას გაფორმება დაადასტურა
Aa
Aa

ოფიციალურად - იუვენტუსმა პოგბას გაფორმება დაადასტურა

29 წლის ფეხბურთელი, პოლ პოგბა „იუვენტუსში“ გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ, „ბებერი ქალბატონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა და ტურინელებმა ფრანგი ნახევარმცველის გაფორმება დაადასტურეს.

„პოლი ტურინში დაბრუნდა. იგი წავიდა, როგორც ბიჭი და დაბრუნდა, როგორც კაცი და ჩემპიონი, თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა: მისი სურვილი, რომ ჩვენთან ერთად დაუვიწყარი ფურცლები დაწეროს“, - ნათქვამია „იუვენტუსის“ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოგბამ „ბიანკონერის“ საკუთარი მომავალი 2026 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით, გარკვეული თანხა დაემატება. აღსანიშნავია, რომ პოგბას აგენტებმა საკომისიოს სახით, 2.5 მილიონი ევრო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ტურინული გრანდი 2016 წელს დატოვა და 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, თუმცა 5 სეზონის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ პოგბამ „წითელ ეშმაკებში“ არ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც 100 წლის გავხდები, ამას სიამაყით გავიხსენებ“ - მერაბ შარიქაძე
„როდესაც 100 წლის გავხდები, ამას სიამაყით გავიხსენებ“ - მერაბ შარიქაძე