ფინალისტების ვინაობა ცნობილია - რიბაკინა ჟაბერს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ფინალისტების ვინაობა ცნობილია - რიბაკინა ჟაბერს დაუპირისპირდება

„უიმბლდონის“ ქალთა თანრიგში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. მსოფლიო რეიტინგის 23-ე ჩოგანი, ელენა რიბაკინა დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად იასპარეზებს და ონს ჟაბერს დაუპირისპირდება.

რიბაკინამ სენსაცია მოახდინა და „უიმბლდონის“ 2019 წლის ჩემპიონს, სიმონა ჰალეპს ორ სეტში სძლია - 6:3, 6:3. ჟაბერს რაც შეეხება, ტუნისელმა ჩოგბურთელმა 103-ე ჩოგანი, ტატიანა მარია სამ სეტში დაამარცხა - 6:2, 3:6, 6:1. აღსანიშნავია, რომ რიბაკინას მსგავსად, ჟაბერიც დიდი სლემის ტურნირის ფინალის დებიუტანტი იქნება.

„შესანიშნავი მატჩი იყო და სიმონა დიდი ჩემპიონია. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი და საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ განვლილი მატჩები ძალიან დამეხმარა. მიხარია, რომ გავიმარჯვე და წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მელოდება. ჟაბერთან მატჩი შესანიშნავი დაპირისპირება იქნება. იგი ბრწყინვალე ჩოგბურთელი და რთული მეტოქეა“, - განაცხადა რიბაკინამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება შაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. მანამდე ფინალისტების ვინაობა კაცთა თანრიგში გაირკვევა და ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ჯოკოვიჩი - ნორი, ნადალი - კირიოსი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა