ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - ბასილაშვილი უიმბლდონის მერვედფინალშია

უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა დაასრულა. ქართველმა ჩოგბურთელმა ვან რაითჰოვენთან სამ სეტში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა წყვილთა თანრიგში შეჯიბრი გრძელდება.

დღეს, უიმბლდონის მესამე წრეში ნიკოლოზი და რადუ ალბოტი ჰიდალდო/როდრიგესის წყვილს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 5 სეტში 6:4 2:6 3:6 7:6 7:5 დაამარცხა. ამ შედეგით ქართულ/მოლდოვური წყვილი მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტი საკმაოდ მარტივი გამოვიდა. ნიკოლოზმა და რადუმ ერთი ბრეიკი შეასრულეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ჰიდალდო და როდრიგესი გააქტიურდნენ და ზედიზედ ორი სეტი მოიგეს. გულშემატკივრებს ეგონათ, რომ ქართველი ჩოგბურთელი აქაც დამარცხდებოდა, მაგრამ ნიკოლოზი ასე არ ფიქრობდა.

მეოთხე სეტი საკმაოდ დრამატული გამოდგა. წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზმა და რადუმ საკმაოდ ადვილად 7:2 მოიგეს. „დისაიდერიც“ რთული გამოდგა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ქართულ/მოლდოვურმა დუეტმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რადუ ალბოტის წყვილი უიმბლდონის მერვედფინალში სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას დუეტს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 3 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა