ევროპის ჩემპიონატი - ოთარ ადეიშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ოთარ ადეიშვილი ფინალში გავიდა

რომში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილით მოჭიდავე ოთარ ადეიშვილი ფინალში გავიდა. 79 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ჩევნმა ფალავანმა ბულგარელი რადომირ ნიკოლაევ სტოიანოვი 5:2 დაამარცხა და ხვალ ფინალში სომეხ მურსეგ მკრტჩიანს შეხვდება.

ნახევარფინალამდე ადეიშვილმა გერმანიის სახელით მოასპარეზე ალან გოლმოჰამდსა და ესპანელ გაბრიელ იგლესიას რამოსს აჯობა. ხვალვე, ბრინჯაოს მედლებისთვის ლუკა ღვინჯილია და ლუკა ხუჭუა იბრძოლებენ.

57 კილოგრამ წონაში ღვინჯილიამ ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც სომეხ ჰარუტიან ჰოვანისიანთან უშანსოდ 10:0 დამარცხდა, ხოლო 97 კილოში თავის ნახევარფინალური ბრძოლა ხუჭუამ თურქ მუჩაჰიტ ჩელიქთან ანგარიშით 17:6 დათმო.

ხუჭუა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ვარის მეჰდიზადეს დაუპირისპირდება, ხოლო ღვინჯილიას მეტოქე ხვალ, რეპეშაჟში გაირკვევა. ფინალური ბლოკი, რომელშიც სამი ქართველი ფალავანი გამოვა თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რომში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი, თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ქართველები უკმაყოფილო არიან, მიწაზე უნდა დაეშვან
„თუ ქართველები უკმაყოფილო არიან, მიწაზე უნდა დაეშვან" - ბაგაცკისმა ინციდენტზე ისაუბრა