გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი
Aa
Aa

ორი ოქროს შანსი - პეტრიაშვილი და მაჭარაშვილი რომის ტურნირის ფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა.  მერვედფინალში პეტრიაშვილმა გერმანიის სახელით მოასპარეზე კუდინოვიჩი 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:1 სძლია და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც უკრაინელი ხოციანივსკი დაამარცხა.

97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი1/2-ფინალში გავიდა, მან მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 10:0 დაამარცხა, 1/2-ფინალურ სტადიაზე კი გერმანელ ერის სვენ ტიელეს აჯობა. პეტრიაშვილის მსგავსად ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რომის სარეიტინგო ტურნირზე:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი

61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი და გიორგი ღონიაშვილი

65 კგ - ბექა ლომთაძე და თორნიკე ქათამაძე

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ - ოთარ ბაგაური და დიმიტრი ჯიოევი

79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა და ევსემ შველიძე

86 კგ - სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე და ზაურ ბერაძე

92 კგ - მირიან მაისურაძე და საბა ჩიხრაძე

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მაღაზიები დაიხურა და აღარ გაიხსნება" - Nike-მა რუსეთი დატოვა