NBA დრაფტი
Aa
Aa

NBA დრაფი 2022: მოულოდნელი პირველი ნომერი - ბანკერო ორლანდოში

გამთენიისას NBA-ში Barclays Center-ში 2022 წლის დრაფტი შედგა. დრაფტის 76-ე ცერემონია მოულოდნელობით გაიხსნა.

დრაფტი ამჯერად ჩვეულებრივი 60-ის ნაცვლად 58 არჩევანისგან შედგებოდა. „მილუოკის“ და „მაიამის“ მეორე რაუნდის არჩევანი ჩამოერთვათ გაყალბების წესის დარღვევის გამო.

პირველი არჩევანის მიხედვით, „ორლანდომ“ მოულოდნელად „დიუკის“ ფორვარდი პაოლო ბანკერო აირჩია.

ამის შემდეგ, მოვლენების ასე განვითარდა:

2 - ოკლაჰომა - ჩეტ ჰოლმგრენი, 3 - ჰიუსტონი - ჯაბარი სმითი, 4 - საკრამენტო - კიგან მარი, 5 - დეტროიტი - ჯეიდეინ აივეი, 6 - ინდიანა - ბენედიქტ მატურინი, 7 - პორტლენდი - შედონ შარპი, 8 - ნიუ ორლეანსი - დაისონ დენიელსი, 9 - სან ანტონიო - ჯერემი სოჩანი, 10 - ვაშინგტონი - ჯონი დევისი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დრაფტის პირველი ნომრით, „დეტროიტ პისტონსმა“ მცველი კეიდ კანინგემი აირჩია. მეორე ადგილზე ჯეილენ გრინი „ჰიუსტონში“ გაემგზავრა, მესამეზე კი „კლივლენდში“ ცენტრი ევან მობლი წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნედელევი: მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა
ნედელევი: მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა