ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ერერა: რეალზე ერთი თავით მაღლა ვიყავით, ბაიერნისთვის კი ფინალი უნდა მოგვეგო
Aa Aa
23 ივნისი 2022  |  21:56

ერერა: რეალზე ერთი თავით მაღლა ვიყავით, ბაიერნისთვის კი ფინალი უნდა მოგვეგო

პსჟ-ს ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ევროტურნირებზე კლუბის წარუმატებლობაზე ისაუბრა და ასევე ლეო მესის სადებიუტო სეზონსაც შეეხო.

- მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ არ მოუგია პსჟ-ს ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

„ორი წლის წინ ბაიერნთან ფინალურ მატჩში ბევრი შანსი გავუშვით. უნდა მოგვეგო, ეს დამსახურებული იქნებოდა.

გარდა ამისა, ფეხბურთი რთული საქმეა, აქ ორს პლუს ორი ყოველთვის არ იძლევა ოთხს. ამ სეზონში ჩვენ მადრიდის რეალს 160 წუთის განმავლობაში ვაჯობეთ, მაგრამ მათთვის 20-წუთიანი გააქტიურება საკმარისი გამოდგა, რომ დავემარცხებინეთ. ეს არის ფეხბურთი და ამიტომ გვიყვარს იგი.

და მე არ მინდა რეალის დამსახურების დაკნინება. მათ ნამდვილად აქვთ რაღაც განსაკუთრებული, რისი მოწმენიც გავხდით. ჩვენ მათ წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ. თუმცა, ვფიქრობ, მათზე ერთი თავით უკეთესები ვიყავით“.

- ის, რაც ბერნაბეუზე მოხდა, უფრო ფსიქოლოგიას უკავშირდება, ვიდრე ფეხბურთს?

„არა, მე არ ვფიქრობ ასე. ზოგადად, 1:1-მდე ძალიან კარგად ვიყავით, მაგრამ 1:1-დან 1:2-მდე ძალიან ცოტა დრო გავიდა. შემდეგ კი 1:3 გახდა“.

ერერამ საუბარი მესის შესახებ გააგრძელა:

„ლეო? ისინი მისგან სეზონში 50 გოლს ითხოვენ. ასე რომ, თუ ის მათ არ გაიტანს, ხალხი იწყებს საუბარს. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ მან ლიგა 1-ის ისტორიული რეკორდი დაამყარა: ძელს 10-ჯერ მოარტყა! კიდევ ათი გოლი რომ გაეტანა, ლეოს ძალიან კარგ სეზონზე შეგვეძლებოდა საუბარი.

მაგრამ, ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ამაზე საუბარი არ ღირს. ახლა მისით უფრო მეტად აღფრთოვანებული ვარ იმ თავმდაბლობის გამო, რომლითაც ის ყოველდღიურ საქმეს აკეთებს, ხალხს ყოველთვის უღიმის.

და მბაპე ლეოსთან თამაშით ბევრ რამეს ისწავლის. ის ბურთს სწორ ადგილას მიაწვდის, მბაპე კი თავისი სისწრაფის გამოყენებით მეკარესთან ერთი-ერთზე გავა. ასეთ სიტუაციებში ის მომაკვდინებელია“.

- ამბობს ერერა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
"დიახ, ამის შემდეგ ბარსა ლევანდოვსკის, სილვას და სხვებს შეიძენს" - ლა ლიგის პრეზიდენტი