Aa Aa
1 აპრილი 2015  |  14:48

რიბერი: დე ბრუინი „ბაიერნის“ სათამაშო სტილში არ ჯდება

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში „ვოლფსბურგის“ ბელგიელ შემტევს, კევინ დე ბრუინს მიუნხენის „ბაიერნთან“ ხშირად აკავშირებენ. ამ თემასთან დაკავშირებით კი ბავარიული გუნდის გარემარბმა, ფრენკ რიბერიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ დე ბრუინი "რეკორდმესტერთა" თამაშის სტილში არ ჯდება.

„დე ბრუინი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გავაანალიზე, რომ ის პეპ გვარდიოლას მიერ შერჩეულ ტაქტიკას ვერ მოერგება. კევინი არ არის ისეთი მოთამაშე, როგორიც არიენ რობენია. დე ბრუინის პლიუსი კონტრშეტევებზე კარგი თამაშია. „ბაიერნი“ კი ცდილობს ბურთი დაიჭიროს და მეტოქის დაცვა მოკლე პასებით გაარღვიოს. ჩვეულებრივი თამაშისას ის ფონს გასვლას ერთი მოძრაობით ცდილობს. მიუხედავად ამისა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ასე რომ მომატება და დახვეწა კიდევ შეუძლია"-განაცხადა რიბერიმ.

 

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კევინ დე ბრუინმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 9 გატანილი ბურთი და 16 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები