საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ბუდაპეშტის გრანდ სლემი
Aa
Aa

შემცირებული შემადგენლობით ბუდაპეშტში - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია

8-10 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირისთვის საქართველოს ნაკრებმა 14-კაციანი შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გრანდ სლემზე ჩვენი გუნდი შემცირებული შემადგენლობით წარსდგება.

გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრს სხვადასხვა მიზეზების გამო მოეხსნენ. თუთაშვილის შემთხვევაში ცნობილია, რომ ძიუდოისტს თბილისის გრანდ სლემზე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა, გრიგალაშვილის და თუშიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი კი უცნობია.

შემცირებული შემადგენლობის შემდეგ ჩვენი გუნდის სია ასე გამოიყურება:

ვაჟები: ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე (-60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი და (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (- 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

გოგონები: ეთერ ლიპარტელიანი (- 57 კგ.), მარიამ ჭანტურია (- 78 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+ 78 კგ.).

შეგახსენებთ, ბუდაპეშტის გრან სლემი ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება. 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მათიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინელების ბოიკოტი IJF-ის ტურნირებს - მიზეზი რუსების დაშვებაა
უკრაინელების ბოიკოტი IJF-ის ტურნირებს - მიზეზი რუსების დაშვებაა