რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: ეს საუკეთესო გამოსავალია, ბაიერნს ტრანსფერი ვთხოვე

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ დატოვებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პოლონელმა ამჯერად კომენტარი გერმანულ Bild-თან გააკეთა.

„კონტრაქტში კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი, რის გამოც კლუბს ტრანსფერის მოწყობა ვთხოვე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია არსებულ ვითარებაში, მით უმეტეს, რომ ბაიერნი გარიგების შედეგად თანხის მიღებას შეძლებს.

არაფრის დაძალება არ მინდა, ეს არ არის მთავარი. ეს არის საუკეთესო გამოსავლის პოვნა. ყველას უნდა დამშვიდდეს და ცივი გონებით იფიქროს, მე მინდა მშვიდად წარვმართო დიალოგი - და არა პრესის საშუალებით.

იმედი მაქვს, ერთ დღეს ბაიერნის ქომაგები გამიგებენ“,

- ამბობს ლევანდოვსკი.

აღსანიშნავია, რომ კლუბიც და ფეხბურთელიც უკვე კარგა ხანია ერთმანეთს პრესის საშუალებით ესაუბრებიან. პირისპირ საუბრის თავდაპირველი მცდელობა კრახით დასრულდა და დღემდე დაძაბული სიტუაცია რჩება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ სადიო მანე თითქმის გაიფორმა, ტრანსფერი მალე დადასტურდება, რაც ლევანდოვსკის წასვლას კიდევ უფრო პროგნოზირებადს ხდის.

„ბარსელონა“ მალე მიუნხენელებს მორიგი წინადადებით მიმართავს. ჩავის სურს და ამაში დარწმუნებულიც არის, რომ ლევანდოვსკი პრესეზონის დაწყებამდე (11 ივლისი) მის განკარგულებაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა